ფლორიდა ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ნამდვილად გამარჯვება იყო. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"ეს ხსნის პუტინის ისტერიას ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს, ზელენსკის და ამერიკის პრეზიდენტს შორის შეხვედრის შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტმა თავისი ოსტატური დიპლომატიით პუტინი ჩიხში შეიყვანა და ეს ძალიან სასარგებლოა მთელი პროცესისთვის." - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკში".

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს