კორუფციასთან ბრძოლა არის სამართალდამცავი წუყებების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და აქაც არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს ფართოდ ინფორმაცია, თუმცა, როცა ვსაუბრობთ კორუფციაზე, კიდევ ერთხელ, ხაზს გავუსვამ ერთ რამეს, რომ ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია გავიხედოთ წინ და მთავარია, რომ დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა. ზუსტად ამას ეთმობოდა თითოეული ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა მიღებული. რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მოვაკლებთ არც მომავალში ამ საკითხს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




