მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ და მსოფლიო ბანკის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ, მსოფლიო ბანკი-ის (WB) პროექტის განხორციელების მხარდამჭერი მისიის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში განათლების სექტორის ხელმძღვანელი რიტა ალმეიდა, მსოფლიო ბანკის განათლების სპეციალისტი, I2Q პროექტის ხელმძღვანელი ანა ბერძენაძე და მსოფლიო ბანკის განათლების სპეციალისტი, I2Q პროექტის თანახელმძღვანელი კორნელიე ჯესე.

შეხვედრაზე განხილული იყო როგორც მიმდინარე, ასევე უკვე დასრულებული პროექტები. მხარეებმა შეაფასეს მათი განხორციელების ეტაპები და მიღწეული შედეგები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამომავლო გეგმებზე, იმსჯელეს ახალი ინიციატივების შესახებ და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკი-ის დაფინანსებით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. მხოლოდ 2025 წელს, მსოფლიო ბანკის I2Q პროექტის ფარგლებში ფონდმა დაასრულა 7 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო მიმდინარე წლის ბოლომდე დამატებით იგეგმება დაახლოებით 20 სკოლის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების დასრულება.