პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი დღეს დაგეგმილ მარშს ეხმიანება, სადაც გურულები იღებენ მონაწილეობას.
წილოსანი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” შედეგებს იხსენებს, რომლის მიხედვითაც მმართველმა პარტიამ გურიაში ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვა.
“დღეს თურმე ოპოზიცია გურულების მარშს მართავს
მოდით გავიხსენოთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე “ქართული ოცნების” შედეგები გურიაში:
ოზურგეთი- 64,7%, - 23,362 ხმა
ლანჩხუთი- 61 %, - 10,106 ხმა
ჩოხატაური- 67 % - 7,821 ხმა
ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა გურიაში”- წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.