„28 ნოემბრიდან ერთი წელი სრულდება, როდესაც სულ ტყუილად აყვირეს და აჩხუბეს ხალხი რუსთაველის გამზირზე, რადგან ირაკლი კობახიძის განცხადება თითქოს გულისხმობდა მოლაპარაკებების შეჩერების პროცესს. რეალურად კი, მათივე, მათ შორის ევროკავშირის ელჩის წერილშიც კი ვკითხულობთ, რომ ეს პროცესი ხუთი თვით ადრე ჰქონდათ მათ შეჩერებული. – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

"მიტომ ამაზე დიდი აფერა არ არსებობს, რაც მათი მხრიდან შეჩერებული პროცესის ირაკლი კობახიძისთვის გადაბრალებაა. შესაბამისად, ერთი წლის თავზე კიდევ შეიკრიბებიან ის მოტყუებული თუ ძალით ამ პროცესში ჩართული ადამიანები, რომლებიც კიდევ ერთხელ იტყვიან, ძალიან გთხოვთ, მოგვეცით დავალებები, დირექტივები, არ გვინდა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.