სამუშაო პროცესს ადგილზე ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო ახალი ხიდი, გზის მიერთებები და სანიაღვრე არხები. ამ ეტაპზე კი 2 550 მეტრი-სიგრძის ასფალტის საფარის დაგება და ეზოებში შესასვლელების მოწყობა მიმდინარეობს.
გზის რეაბილიტაცია, რომელიც 2 304 960 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.




