სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც თავს დაესხნენ დღეს თბილისის აეროპორტში, – ამის შესახებ საქართველოში გერმანის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
"ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩამოსვლის დარბაზში მგზავრებზე მეორე თავდასხმაა. TAV Airport, არის ეს ადგილი უსაფრთხო? მოჰყვება ამას შედეგები?", – წერს პეტერ ფიშერი.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს. აღნიშნულის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
Solidarity with @Zourabichvili_S, attacked @tbilisiairport 2day. 2nd attack on passengers in arrival hall in 2 days. @TAVairports: Is this place safe? Will there be consequences? Video of this disgrace here⬇️ @Transport_EU @lufthansa @UNWTO @MUC_Airport https://t.co/C6zRGvqsJC
— Peter Fischer (@Diplo_Peter) February 18, 2025