ახალგაზრდული ყრილობა არის განსაკუთრებული თავისი მნიშვნელობით გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, ფუნდამენტურად გავაძლიეროთ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია, შევიტანოთ გარდამტეხი ცვლილებები ამ ორგანიზაციის საქმიანობაში და დღევანდელი დღე უნდა იქცეს ამის ათვლის წერტილად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩვენ ქვეყანას ჰყავს გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდები, პატრიოტი ახალგაზრდები და ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად გავაღოთ კარი ასეთი ახალგაზრდებისთვის. ჩვენი პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, ზუსტად ეს პროცესი დაიწყება დღევანდელი დღიდან და ამას ეძღვნება დღევანდელი ყრილობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




