ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიული ალასანიას უნივერსიტეტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველამ ძალიან კარგად იცის, რაც მოხდა ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით.

 „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. საინტერესო იქნება ამ საკითხის შესაწვლა, დანარჩენი დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გიული ალასანიას პროკურატურაში უჩივლა და 22 000 კვადრატული მეტრზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დაყადაღებას მოითხოვს