თბილისში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 ივნისს, თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა, სწრაფად დაძრა ავტომანქანა, რის შედეგადაც ტროტუარზე მისი თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ქვეითს და ტროტუარზე მდგარ ავტომანქანას შეეჯახა.
შეჯახების შედეგად დაზარალებულმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანებები მიიღო, რის შედეგადაც კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.




