პსჟ-ს ახალგაზრდა ფეხბურთელს, იორამ ზაგუეს, დანიაში 20-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. ინციდენტი კოპენჰაგენში ყოფნისას მოხდა. მას ბრალად ედება ხიდზე მაღალი სიჩქარით გადაადგილება და სახიფათო რბოლა.
ამის გამო მოთამაშეს ახლა დანიაში დაბრუნება და სასჯელის მოხდა მოუწევს, სავარაუდოდ, ელექტრონული სამაჯურით. მცველს მართვის მოწმობის ჩამორთმევა და ქვეყანაში შესვლის აკრძალვაც ემუქრება.“




