მამისონის უღელტეხილის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე, (ქ.ონის შესასვლელი) ქვის ცვენის გამო დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.




