პოლიტიკური სიყვარული ქორწინებით ვერ დაგვირგვინდა. ნათესავები ჩარეულან ცუდად და ამიტომ გადანახულებითა და ნიშნობით დასრულდა კოალიციური გატაცება.ნიშნობის საჩუქრები უკან არ ბრუნდება. - ასე ეხმიანება იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში გახარია - ხაზარაძის ჯერჯერობით არ შემდგარ ერთობას.

"არადა ანაკლიის აფიორის თანხაც დასაბრუნებელია სახელმწიფოსთვის და ახლა პაემანზე დახარჯული თანხების გაპროცენტებაზე მიდის გამალებული მუშაობა. მომავლის იმედით და ერთად გატარებული შეხვედრების პატივისცემით პროცენტი დაბალი იქნებაო " - წერს რატი ბრეგაძე.