„შეგიძლიათ ფორმალურადაც და ყველანაირად ჩათვალოთ, რომ „ლელო“ დავტოვე. იმ მომენტშივე რეალურად, როდესაც პოლიტიკური თანამდებობები დავტოვე, რადგან მოგეხსენებათ, რაც იყო ჩემი პოზიცია და რაც არის, მიმაჩნია, რომ ადგილობრივ არჩევნებში ასეთი ფორმით მონაწილეობა არის შეცდომა.“- ამის შესახებ   საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“  განაცხადა. 

"5 ივლისს დავასრულე ჩემი პოლიტიკური საქმიანობა, უბრალოდ, მაშინ, როდესაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საპატიმროში იყვნენ, ფორმალურად ჯერ კიდევ ვრჩებოდი პარტიაში და ახლა ისინი აღარ არიან საპატიმროში.

"ლელოში“ ჩემი პოლიტიკური საქმიანობა დავასრულე. არსებული განსხვავებული პოზიციის გამო, რადგან მიმაჩნდა წინააღმდეგობრივად, იმ გეზის საპირისპიროდ, რომელიც თავის დროზე ჩვენ 26 ოქტომბერს არჩევნების შემდეგ ავიღეთ“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

შეგახსენებთ, 2025 წლის 5 ივლისს საბა ბუაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:  მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო "ლელოს" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია, ასევე ვტოვებ "ლელოს" პოლიტსაბჭოს