თბილისში, საბურთალოს რაიონში, მგალობლიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გარდაცვლილი ქალი იპოვეს.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
"აიპრესი" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს დაუკავშირდა. ჯერჯერობით უცნობია უწყებამ რა მუხლით დაიწყო გამოძიება.




