2025 წლის კამპანიისას შექმნილი სერიოზული შეფერხებების შემდეგ, საფრანგეთში ენერგოვაუჩერების (chèque énergie) გაცემა კვლავ აქტიურდება. პროგრამა დღეიდან, 1 აპრილიდან იწყება და პროცესი მთელი თვის განმავლობაში, რეგიონების მიხედვით, ეტაპობრივად წარიმართება.
საფრანგეთში ენერგოვაუჩერების დარიგება იწყება
2025 წლის კამპანიისას შექმნილი სერიოზული შეფერხებების შემდეგ, საფრანგეთში ენერგოვაუჩერების (chèque énergie) გაცემა კვლავ აქტიურდება. პროგრამა დღეიდან, 1 აპრილიდან იწყება და პროცესი მთელი თვის განმავლობაში, რეგიონების მიხედვით, ეტაპობრივად წარიმართება.
რა არის ენერგოვაუჩერი და ვის ეკუთვნის იგი?
აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა 2018 წელს დაინერგა და მისი მიზანი დაბალშემოსავლიანი ოჯახების დახმარებაა. ვაუჩერის ოდენობა 48-დან 277 ევრომდე მერყეობს და მისი გამოყენება შესაძლებელია:
• ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, შეშისა თუ სხვა სათბობი საშუალებების გადასახადების დასაფარად;
• საერთო საცხოვრებლის ტიპის ფართების (logement-foyer) კომუნალური ხარჯებისთვის.
შემოსავლების კრიტერიუმები
პროგრამა სულ 3,8 მილიონამდე ოჯახს (დაახლოებით 6 მილიონ მოქალაქეს) მოიცავს. დახმარების მიღება პირდაპირაა დამოკიდებული ოჯახის წევრების რაოდენობასა და მათ შემოსავალზე.
კერძოდ, პროგრამით სარგებლობისთვის, ოჯახის წევრზე გათვლილი წლიური დასაბეგრი შემოსავალი (2024 წლის მონაცემებით) 11 000 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. გაანგარიშებისას გამოიყენება სპეციალური კოეფიციენტები: ოჯახის პირველი წევრი ითვლება 1 ერთეულად, მეორე — 0,5, ხოლო ყოველი მომდევნო წევრი — 0,3 ერთეულად.
პროგრამის გაფართოება 2026 წელს
წელს მთავრობა ბენეფიციართა წრის გაზრდას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ 30 მარტს სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, მონაცემთა ბაზების დამატებითი გადამოწმების შედეგად, პროგრამას კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაემატება:.




