საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილა.

„საქართველოსა და სან-მარინოს რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" 2012 წლის 28 სექტემბერს ქ. ნიუ-იორკში ხელმოწერილ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ოქმი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა წარადგინა.
 
მომხსენებლის ინფორმაციით, შეთანხმებას 2012 წლის 28 სექტემბერს მოეწერა ხელი და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის საქონლისა და მომსახურების გაცვლას, ასევე კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილებას საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მეშვეობით. ოქმი ითვალისწინებს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების აღკვეთის შესახებ დებულებებს.
 
ოქმის თანახმად, ცვლილებები შედის შეთანხმების 25-ე მუხლში, რომლის მიზანია შეთანხმება შესაბამისობაში მოვიდეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის საგადასახადო სამოდელო კონვენციის ახალ რედაქციასთან.
 
სხდომაზე, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) განიხილეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ წარადგინა.