ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე კიდევ ერთი ტიტულის მფლობელი გახდა. ქართველი მოფარიკავე სამხრეთ კორეის "გრანპრის" ბრინჯაოს პრიზიორია.

შეგახსენებთ, 2026 წლის 19 აპრილს, პადოვაში, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა, მსოფლიოს თასზე, მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლაში, ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი, ტურნირის მასპინძელი იტალია 45 - 41 დაამარცხა.

სანდრო ბაზაძემ დასკვნით ეტაპზე საოცრად იასპარეზა, 40 - 37 - დან, ბაზაძის რვა ქულას, იტალიელმა პიეტრო ტორემ მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულით უპასუხა და საბოლოოდ, ეს დაპირისპირება, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.


საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასზე გამოსვლა მეშვიდე ადგილით დაასრულა და ქართულ ფარიკაობას ორი ისტორიული გამარჯვება შესძინა!

2025 წლის 25 ივლისს სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელია!