დღეს, 1 მაისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მისი მოადგილეები: გიორგი ზურაბაშვილი და ხათუნა თოთლაძე მიიღო.
საუბარი შეეხო საზღვარგარეთ იმ ქართულ დიასპორებთან შეხვედრებს, სადაც ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. - ინფორმაციას საქართველო საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.




