შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
"მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ბელორუსის, ეგვიპტის, ერაყის, ნიგერიის, კუბის, სომხეთის, დიდი ბრიტანეთის, ირანის, მოლდოვას, სუდანის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის - ჯამში 57 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.




