ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ევროვიზია 2026-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართა

სადაც მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენლები წარდგნენ - საქართველო, ფინეთი, ხორვატია, საბერძნეთი, პორტუგალია, მოლდოვა, შვედეთი, ბელგია, ესტონეთი, ისრაელი, ლიეტუვა, მონტენეგრო, სან მარინო, პოლონეთი და სერბეთი. მათგან ფინალურ შოუზე მხოლოდ ათი ქვეყანა გადავა. სცენაზე ასევე წარდგება „დიდი ოთხეულის“ ორი ქვეყანა: გერმანია და იტალია.

საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები“ 12 მაისს ევროვიზია 2026-ის პირველ ნახევარფინალურ შოუზე მე-6 ნომრად გამოვიდა,

70-ე ევროვიზიის პირდაპირ ტრანსლაცია საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადის.

2026 წლის კონკურსი 12, 14 და 16 მაისს გაიმართება.

ევროვიზიაზე წელს 35 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

კონკურსის მეორე ნახევარფინალი 14 მაისს გაიმართება.