საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარ ტრაგედიაზე სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„ღრმად შეძრულნი ვართ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. ჩვენი ფიქრებით და ლოცვით მსხვერპლთა და მათი ოჯახების გვერდით ვართ. საქართველო სოლიდარობას უცხადებს გერმანიას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა -  თავდასხმის შედეგად დაღუპულია ოთხი ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობა 200-ზე მეტს შეადგენს.