საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა - გეკა გელაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა უზბეკეთის რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მეთაურთან - ბაჰოდირ ტაშმატოვთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე და განხილულ იქნა სამომავლო გეგმები, მხარეთა შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების მიზნით.
დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა გამოხატეს მზაობა, აქტიურად გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა არსებული კავშირების გაღრმავების მიზნით.




