სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა  არაგეგმურად  შეამოწმეს თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ბაქოს ქ. N-1 -ში  მდებარე 24-ესაჯარო სკოლის კვების ობიექტი -„შპს სისა“ ( ს/კ 432551865). შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა (ჰიგიენური ნორმების დარღვევა). ბიზნესოპერატორი  დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სკოლის და სკოლამდელი დაწესებულებების კვების ობიექტების შემოწმებას.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს დარღვევის აღმოჩენის  შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვოს ცხელ ხაზზე - 15 01.

სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.