საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრ გიორგი შერმადინთან ნაკრებთან ერთად ბოლო თამაში ჩაატარა. რის შემდეგ არენაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვა თქვა და მადლობა გადაუხადა საქართველოს სახელმწიფოს და პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძე ბოლო დროს სპორტის სხვადასხვა სახეობებისთვის გაწეული დახმარებისთვის. რაც დარბაზში რამდენიმე ადამიანმა გააპროტესტა, მოგვიანებით კი საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილბა მოჰყვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მომხდარი ფაქტი შეაფასა და აღნიშნა, "ნაცი" რუსთაველზეც ნაცია, სტადიონზეც და სპორტის სასახლეშიც.
„ნაცი – ნაცია, ყველგან, რუსთაველზეც, სტადიონზეც და სპორტის სასახლეშიც. ნაცს რა უნდა უთხრა, როდესაც რამდენიმე ათეული ადამიანი ასეთ საქციელს ჩადის, რა უნდა ველაპარაკოთ? ნაცი, ნაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.




