შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პირველი სესიის სტატისტიკას აქვეყნებს. 

"ერთიანი ეროვნული გამოცდები კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი.

ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა სამმა აბიტურიენტმა.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!" - წერს ცენტრი. 

შეგახსენებთ, 2026 წლის  2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები  დაიწყო - გამოცდების განრიგი