თბილისში, ვაგზლის მიმდებარედ საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე
ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის
შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის მეხანძრე-მაშველებისა და საპოლიციო ძალების მობილიზება.
ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე
ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია.
მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური
საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო
დახმარების თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ
ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა
სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.