"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადება "17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელებულ წერილს განცხადებით უპასუხა.
"ევროპელი ჩინოვნიკის წერილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში და დიდ ბრიტანეთში ფესვგადგმული „დიპ სტეიტის“ არაფორმალური მმართველობა, რომლის პირობებშიც ევროპულ ბიუროკრატიაში არავითარი მორალური ზღვარი აღარ არსებობს. არსებობს ერთადერთი პრინციპი - ქვეყანას მართავს „დიპ სტეიტის“ აგენტურა ან ის ხდება გამუდმებული თავდასხმის ობიექტი ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან. ერთადერთი, რასაც ვერ პატიობენ, საქართველოს, უნგრეთს, სლოვაკეთს და სერბეთს, სწორედ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აღრმავებს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ თავის დროზე „დიპ სტეიტმა“ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს კონკრეტული მიზნით დააშორა. „ბრექსიტის“ საფუძველზე, ჩამოყალიბდა მესამე, განცალკევებული ცენტრი, რომელიც „დიპ სტეიტის“ გლობალური დღის წესრიგის რეალიზებას ემსახურება. უნდა გავიხსენოთ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ლიზ ტრასის სიტყვები, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს ბრიტანეთს სწორედ „დიპ სტეიტი“ მართავს. იმედი გვაქვს, დონალდ ტრამპი შეძლებს დაპირების შესრულებას და „დიპ სტეიტის“ დამარცხებას, რაც ევროპულ ქვეყნებსაც დაუბრუნებს სუვერენიტეტს. ვხედავთ, რომ „დიპ სტეიტის“ სიმძიმის ცენტრმა აშშ-დან ევროპაში გადმოინაცვლა. თუ „დიპ სტეიტი“ არ დამარცხდა და მან მხოლოდ რებრენდინგი განიცადა, სამწუხაროდ, გაგრძელდება როგორც ევროპის დასუსტება, ისე თავდასხმები ქართველ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე. დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ ვუსურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვან საქმეში.
დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის. ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა „დიპ სტეიტის“ პრინციპული გავლენის ქვეშ მოქმედებს. უკონტროლო მიგრაცია, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა, სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუტების დაკნინება სწრაფი ტემპით აკარგვინებს ევროპას იდენტობას. არასასურველი პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო გამარჯვების არაღიარება და არჩევნების გაუქმება, ოპონენტების პოლიტიკური დევნა, მედიის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვა ევროპისთვის დღეს ნორმად არის ქცეული. ამ ფონზე, არც ევროპარლამენტის აბსურდული რეზოლუციები, არც 18 ევროპელი ჩინოვნიკის დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, არც მათი სანქციები და ქართველ ხალხზე სხვა თავდასხმები არავის უკვირს.
ჩვენ ვერავის დავესხმებით თავს, მაგრამ ვერც იმას დავპირდებით ვინმეს, რომ ქვეყანას, მის სუვერენიტეტსა და იდენტობას და ქართველი ხალხის ინტერესებს არ დავიცავთ. ამ ბრძოლაში ვერავითარ კომპრომისს ვერ დავუშვებთ. ამავდროულად, გამოვხატავთ სრულ მზაობას, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც საქართველოსთან სამართლიანი თანამშრომლობის სურვილი აქვს. მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა, ისე, არანაკლებ, ევროკავშირსაც ჭირდება საქართველო.- ნათქვამია პარტიის გავრცელებულ განცხადებაში." - ნათქვამია განცხადებაში, რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: "დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის. ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა "დიპ სტეიტის" პრინციპული გავლენის ქვეშ მოქმედებს"