სამუშაო პროცესს ადგილზე ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია და ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი თამაზ ჩავლეიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო 4 მეტრიანი საავტომობილო ხიდი, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, 210 მეტრის ლითონის ცხაურები, 690 მეტრი-სიგრძის ასფალტის გზა და ეზოებში შესასვლელები.
გზის რეაბილიტაცია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. - ინფორმაციას ოზურგეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.




