შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭაბუკიანის ტერიტორიაზე ინაბოტის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს არხის 1000-მეტრიანი მონაკვეთის წმენდა ნატანი მასისგან, რაც 80 ჰექტრამდე მიწის ფართობზე დრენაჟის გამტარობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
სამუშაოები მიზნად ისახავს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და ჭარბი წყლის შეუფერხებელ გადინებას. რეაბილიტაციის შედეგად შემცირდება სასოფლო-სამეურნეო მიწების დატბორვის რისკი, რაც გააუმჯობესებს მიწის გამოყენების პირობებს და გაზრდის მოსავლიანობას.
შპს „საქართველოს მელიორაცია“, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განახლებასა და რეაბილიტაციას.




