ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში 250 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირებას იწყება.

შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გ აფორმდა, რომელშიც მომსახურების  შესრულების ვადად 6  თვეა  განსაზღვრული. მომზადდება  განმეორებადი პროექტის მოდელი, რომელიც სხვადასხვა რეგიონში გამოიყენება.

 სკოლაში, პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს  საკლასო ოთახები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სამასწავლებლო, სამედიცინო კაბინეტი და კვებისთვის განკუთვნილი სივრცე. - ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.