ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, (გაღმა დვაბზუ) სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია და გაბიონების მოწყობა სრულდება. 


პროექტი, რომლის ღირებულებაც 228 895 ლარს შეადგენს, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების“ ფარგლებში განხორციელდა. 

სამუშაოები ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.