თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, 25 წლამდე ასაკის ბიჭი ბიძამ ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა

არსებული ინფორმაციით, ბიძასა და დისშვილს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რის შემდეგაც 50 წლამდე ასაკის მამაკაცმა დისშვილს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანა. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

სამართალდამცავებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.