ჩვენ ვუმასპინძლეთ ცეცხლის ცერემონიას ბაკურიანის 2025 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის. დღესასწაულს, მშვიდობის ცეცხლის გარშემო აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა, განსაკუთრებით დღევანდელ მღელვარე დროში,- ამის შესახებ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რომში, ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მშვიდობის ცეცხლის ანთების საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სპიროს კაპრალოსმა აღნიშნა, რომ საქართველომ "ბაკურიანი 2025"-ის მოსამზადებელი სამუშაოები შესანიშნავად შეასრულა და ქვეყანა მზად არის, ზამთრის სპორტის მომავალი ვარსკვლავების მისაღებად.
"მშვიდობის ალი განასახიერებს ოლიმპიური სულის იდეალებს - მშვიდობას, ერთიანობას და სპორტის ძალას ხალხის გაერთიანებისთვის. ფესტივალის მოახლოებასთან ერთად, ყველა თვალი ახლა საქართველოსკენ იქნება მიმართული - ბაკურიანი, თბილისისა და ბათუმისკენ, რომლებიც მზად არიან წარმატებული და დაუვიწყარი მოვლენები წარმოადგინონ. საქართველომ შესანიშნავად შეასრულა მოსამზადებელი სამუშაო ამ თამაშებისთვის, ზამთრის სპორტის მომავალი ვარსკვლავების მისაღებად. ეს უფრო მეტია ვიდრე კონკურენცია; ეს არის შესაძლებლობა გავრცელდეს გზავნილი, რომ სპორტი ხელს უწყობს ბედნიერებას, ერთიანობას და ადამიანებს შორის კავშირს. მშვიდობიანი შეჯიბრის გზით ბაკურიანი 2025 საქართველოს საუკეთესოს და ოლიმპიური მოძრაობის ღირებულებებს წარმოაჩენს"- განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, სპიროს კაპრალოსმა.