სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა.
რამდენიმე სოფელში, მათ შორის შრომაში, ჭიაურში, ჩადუნიანსა და ქვემო ნაშოვარში, უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები და სასაფლაო.
ზარალის ზუსტი ოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.




