სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითამანმშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი, – ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, იმსჯელებს მის მიმართ როგორც ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე,რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას“, – განაცხადა გაგნიძემ.