საბა ბუაძის განცხადება ვნახე “ვემიჯნები ადგილობრივ არჩევნებს , ვტოვებ პოლიტსაბჭოს და ხაზარაძე ჯაფარიძის გამოსვლამდე ვრჩები პარტიაშიო”- კარგია ეს საქციელი უთუოდ, ისე გულწრფელად რომ გითხრათ, არ მგონია ამან უტიფარმა რაიმე გადააფასოს, ბოდიშს ვაჟკაცები - კაცები იხდიან და უტიფარ ტყუილს არ კადრულობენ ღია ეთერში. - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
"სწორედ ამიტომ დამიპირისპირდა, რომ ვეუბნებოდი ღია ეთერში ,”პოლიტვაჭარია” და მუდამ ხელს ითბობდა თქო, უტიფარი ბინძური ტყუილით დამიპირისპირდა ,ხაზარაძის გამო იკადრა ტვ პირველის ეთერში წარმოუდგენელი სიცრუე, (ახლაც რომ მახსენდება ის ცილისწამება ახლაც მანცვიფრებს ზღვარგადასული არაკაცობა და ტყუილი, ნეტავ როგორ შეძლო თქო მიფიქრია ხშირად) და ხაზარაძეს იცავდა კბილებით სამარცხვინო არაკაცობამდე ! ისე კი , კარგია რომ ეს ნაბიჯი გადადგა და თავი გადაირჩინა ,თუმცა არ მგონია რომ მას რაიმე მომავალი ჰქონდეს პოლიტიკაში- რადგან უტიფარი ცუღლუტია!!!" - წერს თაკო ჩარკვიანი.
ცნობისთვის, საბა ბუაძემ "ფეისბუკში" დაწერა" - მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო "ლელოს" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია, ასევე ვტოვებ "ლელოს" პოლიტსაბჭოს
მანამდე განცხადება გაკეთდა - "ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია:
"ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე."
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის 4 ოქტომბერს - ოქტომბრის პირველ შაბათს. - ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს