"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმიანება და წერს.
"მე მგონი, მართლაც დადგა დრო, რომ სატელევიზიო სტუდიებიდან გამოვიდე. აუტანელი გახდა უკვე ეს შეუზღუდავი ეთერი. მადლობა ბელადო, რომ გამომაფხიზლე!
ახლა ირონიის გარეშე: კიდევ ერთხელ ვიტყვი - ვინც ალიანსის სტრატეგიას და წესებს უარყოფს, ის ალიანსს მიღმა აყენებს თავს და თვითმარგინალიზაციას ეწევა. ამდენად, ალიანსში მართლა არანაირი დაპირისპირება არ არსებობს - სააკაშვილის კონვულსიები მხოლოდ სააკაშვილის და მისი პარტიის პრობლემაა. " - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა: "ოპოზიცია გამოკეტილია თავის კომფორტულ ვირტუალურ რეალობაში და ისეთ ენაზე საუბრობს, რომელიც ხალხს საერთოდ არ ესმის"




