მეგობრებო, პაატა ბურჭულაძე სააკაშვილის და ხაზარაძის სიტუაციური "კუკლაა" ისეთი ერთობების ასარევად, სადაც ბელადი და ფულის ტომარა ძალაუფლების წყარო/ყურადღების ცენტრში არ არიან. ასე არტყმევინეს წიხლები სალომე ზურაბიშვილზე. ახლა დემოკრატიული ძალების ძალისხმევას აბიაბურებინებენ იმით, რომ 4 ოქტომბერს იჯადოქრებს (დავინახავთ, რეალურად რა შეუძლია ბატონ პაატას). - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილის სოციალურ ქსელში წერს. 

"ის საბჭოთა-მაფიოზური წარმოდგენების დელუზიური ბერიკაცია და მისი სერიოზულად მიღება მიმღებებზე მეტს ამბობს, ვიდრე თავად ბურჭულაძეზე. ერთადერთი, რის გარანტიასაც გაძლევთ ისაა, რომ ოლიგარქიის წარღვნაში მოყვება და პოლიტიკიდან გაქრება ცუდი სიზმარივით.

პ.ს. ტარიელ ონიანთან ტორღიალზე გამახსენდა" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".