ყველა მემარცხენე, ვინც ჩარლი კირკის მკვლელობაზე, ან მასზედ მგლოვიარეებზე ქირქილებს, მწვანეს უნთებს მისი მიუღებელი აზრების გამო, მასზე ძალადობას. - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერი ტამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" წერს. 

ამერიკაში, ულტრაკონსერვატორი ლიდერი, ტრამპისტი ჩარლი კირკი მოკლეს. რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრანა - რუსეთს შორის მიმდინარე ომის გამო აკრიტიკებდა. 

ცნობისთვის, ამერიკული მედიის ცნობით, ექიმებმა ვერ შეძლეს გადაერჩინათ გავლენიანი კონსერვატორი ჩარლი კირკი, რომელიც  იუტაში გამართული აქციის დროს სროლის შედეგად დაიჭრა.

31 წლის ჩარლი კირკი სტუდენტური ორგანიზაცია Turning Point USA-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი და აშშ-ის ტრამპისტი ახალგაზრდების გავლენიანი წარმომადგენელი იყო. 

„დიდი და უფრო მეტიც, ლეგენდარული ჩარლი კირკი გარდაიცვალა. ჩარლიზე უკეთ ვერავინ ხვდებოდა და ვერც თანაუგრძნობდა ამერიკის შეერთებული შტატების ახალგაზრდობას. ის ყველას უყვარდა და აღმერთებდა, განსაკუთრებით მე.  ახლა ის ჩვენთან აღარ არის. მელანია და მე სამძიმარს ვუცხადებთ მის მშვენიერ მეუღლეს, ერიკას და მის ოჯახს. ჩარლი, გვიყვარხარ!“ - წერს თავის სოციალურ ქსელში  შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.