ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერები ითვალისწინებს 350 მოსწავლეზე გათვლილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ  ფშაველის საჯარო სკოლის, ჭიათურის №2 750 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის და 1000 მოსწავლეზე გათვლილი  თბილისის №64 სკოლის რეაბილიტაციას.

დაგეგმილია  სკოლების შენობების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციის შესაძლებლობი განსაზღვრა, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და აღდგენითი სამუშაოების განხორციელება.