თელავში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნა.

ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობა დახვდათ. გაიმართა ადგილობრივი, საბავშვო და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.

მოეწყო სამეწარმეო სივრცე, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა გაიმართა. ტერიტორიაზე, წარმოდგენილი იყო თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა.





