ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და დღევანდელ ვითარებაში საქართველოს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, გახდეს ევროკავშირის წევრი.
"ამავდროულად, უნდა ითქვას, რომ ოჯახურ ღირებულებებზე კახა კალაძისა და მათი გუნდის სხვა წარმომადგენლების ნებისმიერი განცხადება თავად უნდა უქმნიდეთ უხერხულობას. ეს მათაც კი, თავად ივანიშვილსა და პროპაგანდისტებს, რომლებიც, ჩემგან განსხვავებით, ერთმანეთის პირად ცხოვრებაში იხედებიან. ივანიშვილის რუს-ქოცური რეჟიმი როდესაც დასრულდება, რომლის პირობებშიც საქართველო არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, არამედ ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს ევროინტეგრაციის პროცესში, საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან. ჩვენი მოქალაქეების, ეროვნული იდენტობის, ღირებულებების გათვალისწინებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან. მოღალატე, კრიმინალი, კორუმპირებული და ყველანაირი ეროვნული ღირებულებისგან შორს მდგომი რუს-ქოცებისგან ნამდვილად არ გვესწავლება, როგორ დავიცვათ საქართველოს ეროვნული ღირსება, ღირებულებები, მათ შორის ის ქრისტიანული მრწამსი და ღირებულება, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ბევრი მოქალაქის ცხოვრების წესს. ნამდვილად არ არიან რუს-ქოცები იმ პოზიციაში, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ვინმეს რაიმე ტიპის მორალი წაუკითხონ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული სხვა წევრ სახელმწიფოში“.




