აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ, 12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი, ცოტნე ანანიძე აირჩიეს. 

 "ეს არ არის პრივილეგია, ეს არის პასუხისმგებლობა, მათ შორის, თითოეული თქვენგანის წინაშე და პასუხისმგებლობა საერთო მიზნებისა და ამოცანების მიმართ, რომელიც მოიცავს, პირველ რიგში, ხალხის სამსახურს. ნებისმიერი მანდატი ეკუთვნის ხალხს და მინდა კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს გაკეთებული არჩევანისთვის. მათი არჩევანი არ იყო სასარგებლო ჩვენი გუნდისთვის - ეს იყო სასარგებლო ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის და სწორედ აჭარამ იცის ყველაზე მეტად სტაბილურობის, სიმშვიდის, ეროვნულობის, ოჯახური ფასეულობების ფასი. აჭარის ტკივილიანი ისტორია და აჭარა არის საქართველოს მარადიულობის სიმბოლო.

... დიდ მადლობა ჩვენს ხალხს, ჩვენს აჭარას და როგორც  ჩვენმა უწმინდესმა ბრძანა - "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" ყოველთვის გვაერთიოანებდა და გაგვაერთიანებს.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი რეგიონი" - განაცხადა ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას.