პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ვაჟი ცოტნე ივანიშვილი თავისუფლების მოედანზე, მმართველი პარტიის აქციას შეუერთდა. 

მისი თქმით, ქვეყანა დგას ომისა და მშვიდობის არჩევანის წინ. 

"მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი ახალგაზრდა ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის წინაშე. მე ვთვლი რომ უნდა დავიცვათ ჩვენი ოჯახური ღირებულებები, ჩვენი მშვიდობა, ნათელი მომავალი და მხარი დავუჭიროთ "ქართულ ოცნებას".

ომსა და მშვიდობას შორის არის არჩევანი. მმართველი პარტია ძალიან კარგ აქცენტებს. მე ყველა აქცენტს მხარს ვუჭერ და ვეთანხმები. "  - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა "ქრონიკასთან".