ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი ამ დრომდე ყოველთვიურად 1,5 მილიარდ ევროს უხდის რუსეთს წიაღისეული საწვავისთვის.
ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა საკუთარ გამოსვლაში განაცხადა, რომელიც ევროკავშირის მიერ რუსეთის წიაღისეულ საწვავზე 2027 წლისთვის სრულად უარის თქმასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ეხებოდა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებას „ახალი ეპოქის დასაწყისი უწოდა“.
„ბევრი ფიქრობდა, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ ციფრები თავისთავად ამბობენ და, მომეცით ნება, რამდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ. დღეს რუსეთიდან გათხევადებული ბუნებრივი აირისა და მილსადენებით მიწოდებით ბუნებრივი აირის იმპორტი 45%-დან 13%-მდეა შემცირებული, ქვანახშირის იმპორტი – 51%-დან 0-მდე, ნედლი ნავთობის კი 26%-დან 2%-მდე“, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისივე თქმით, რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტის შემცირებამ, თავის მხირვ შეამცირა რუსეთის შემოსავლები, რომლებიც უკრაინაში ომის წარმოებისთვის იხარჯება.
„უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაწყისში რუსეთს თვეში 12 მილიარდ ევროს ვუხდიდით წიაღისეულ საწვავში, ახლა ეს თანხა შემცირებულია თვეში 1,5 მილიარდ ევრომდე, რაც ჯერ კდევვ ძალიან ბევრია. ჩვენ მივისწრაფვით ეს ნულამდე შევამციროთ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, რომ ევროკავშირი 2027 წლის ბოლომდე უარს იტყვის რუსული ბუნებრვი აირის იმპორტზე.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.




