"პარი სენ ჟერმენიდან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდის კაპიტანი, მარკინიოსი და 2025 სეზონის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული, უსმან დემბელე მოვიდნენ.
ბრიფნიგი ბუდაპეშტის "პუშკაშ არენას" წარმოუდგენლად გადაჭედილ დარბაზში წარიმართა.
დემბელემ საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში, სკ "პარიზთან" დაპირისპირებისას კუნთში დისკომფორტი იგრძნო და გამოცვალეს. სწორედ ამ კითხვით მიმართეს მას ჟურნალისტებმა.
"ეს იყო მძიმე და ხანგრძლივი სეზონით გამოწვეული მიკროტრავმა, რომელიც ხვალ არანაირად არ შემიშლის ხელს. თავს აბსოლუტურად ჯანმრთელად ვგრძნობ და საუკეთესო მოტივაციით ველოდები ხვალინდელი შეხვედრას. ჩვენ "პარი სენ ჟერმენი" ვართ და ყველა კარგად ხედავს, რომ ბოლო ორი სეზონის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით აბსოლუტურად ყველა მეტოქეს გავუჩინე ჩვენს მიმართ პატივისცემა და რიდი. ასევე პატივისცემით ვეპყრობით ჩვენს ხვალინდელი მეტოქეს, რომელმაც ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში დიდი ხნის ლოდინის შემდეგ გაიმარჯვა და საკუთარი კლასი დაადასტურა. თუმცა, ბოლო ორ სეზონში ბრიტანულ კლუბებთან წარმატებულად თამაშის მდიდარი გამოცდილება დაგვიგროვდა, მათ შორის, უშუალოდ ჩვენს ხვალინდელ მეტოქესთანაც და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სვლას შევინარჩუნებთ. ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვება ჩვენი საკლუბო სეზონის საუკეთესო და ტრიუმფალური დასასრული იქნება" - ამ იმედებით ხვდება "ოქროს ბურთის" ლაურეატი, უსმან დემბელე ხვალინდელ თამაშს.
მიხეილ აბაიშვილი ბუდაპეშტიდან




