„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები შეაფასა და განაცხადა, რომ დამსწრეთა რაოდენობა ყოველ შეხვედრაზე იმატებს.
მისი თქმით, ეს ყოველივე გამოხატავს მათ მხარდაჭერას „ქართული ოცნების“ მიმართ.
“ძალიან დიდია მათი ინტერესი. ყოველ შეხვედრაზე იმატებს დასწრების მსურველების რაოდენობა. მინდა ხაზი გავუსვა გუშინდელ შეხვედრას სტუდენტებთან, რომელიც რუსთავში გაიმართა. ვიცით, რომ სტუდენტური ფესტივალი იწყება და ეს ყველაფერი ნათლად ანახებს იმას, რომ ახალგაზრდები სრულად უჭერენ მხარს ჩვენს გუნდს, „ქართულ ოცნებას“ და ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი და ჩართულობა”-განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.




