ნიგერიის ნაკრებისა და „გალათასარაის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა Soccernet.ng-თან ინტერვიუში კითხვაზე, თუ ვის მიიჩნევს კარიერაში საუკეთესო თანაგუნდელად, ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.
„საუკეთესო თანაგუნდელი? კვარაცხელია! ის საოცარი მოთამაშე და შესანიშნავი ბიჭია. ვგულისხმობ, რომ გასახდელშიც და მოედანზეც ერთნაირად კარგია. საოცარი ადამიანია და როდესაც ის „ნაპოლიში“ მოვიდა, მე ვთქვი, რომ უახლოეს მომავალში „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია. მან ნამდვილად იცის, ეს როგორ გააკეთოს“.
პარიზში გადასვლის შემდეგაც კი, ურთიერთობა არ გაგვიწყვეტია. ყოველთვის ვულოცავ მიღწევებს და ისიც იგივეს აკეთებს. კვარა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვინგერია, ამაზე ვერავინ იკამათებს. მას მომავალშიც საუკეთესოს ვუსურვებ“, – ამბობს ნიგერიელი თავდამსხმელი.
ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ორი სეზონი გაატარა – ეს შეტევითი დუეტი „ნაპოლის“ 2022-23 წლებში სერია A-ს ტიტულის მოგებაში დაეხმარა.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი




