ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოსთან ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ბუნებრივი აირის მილს  შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა 17 წლის ბიჭი,მანქანაში მყოფი სხვა პირები  კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

შემთხვევის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.